ფსიქოლოგი და პოლიტიკოსი რამაზ საყვარელიძე 9 წლის გოგონას მკვლელობაზე აცხადებს, რომ დამნაშავეს უვადო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ და, ამავდროულად, ის ფსიქიატრების შესწავლის საგანი უნდა გახდეს.
„უნდა მიუსაჯონ უვადო პატიმრობა, დანაშაული ძალიან მძიმეა, ის ასევე საზოგადოებისთვის სახიფათო ადმაიანია. ამავე დროს ის აუცილებლად უნდა გახდეს ფსიქიატრების შესწავლის საგანი," - განაცხადა ფსიქოლოგმა.
„რეზონანსთან" საუბრისას საყვარელიძემ განაცხადა, რომ რთულია შორიდან ილაპარაკო ასეთ თემაზე და გააკეთო ზუსტი დასვკნა, მაგრამ ფაქტებზე დაყრდნობით თვლის, რომ მამაკაცს ფსიქიკური გადახრები აქვს.
„დისტანციიდან ლაპარაკი ძნელია და მეც, სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით ის ვერსია მაქვს, რომ გადახრები ფსიქიკაში, მე მგონი, არის, ოღონდ ეს არ გამორიცხავს მის კრიმინალურ მიდრეკილებებსაც იმ ისტორიიდან გამომდინარე, რომელიც ამოტივტივდა ამ საქმის გახსნის პროცესში, ბიჭის მოტაცებასთან და ფულის გამოძალვასთან დაკავშირებით," -აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყურადღებით უნდა გამოიძიონ ეს საქმე, რადგან სამომავლოდ მსგავსი პრეცედენტები თავიდან აიცილონ.
„ბოლომდე არის გამოსაკვლევი ყველა ნიუანსი, რათა სამომავლო პრეცედენტები იქნეს აცილებული, თუმცა ბოლომდე ასეთი მოვლენების აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია."-თქვა საყვარელიძემ.