"ალბათობა იმისა, რომ იქნება მეორე ტური, ან სალომე ზურაბიშვილი პირველ ტურში ვერ გაიმარჯვებს, თანაბარია, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება რა კონფიგურაცია დაჯდება არჩევნების დასრულების შედეგ" - აცხადებს ექსპერტი ზაალ ანჯაფრიძე, რომელსაც "მთელი კვირა" არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე გაესაბურა.
ზაალ ანჯაფარიძე: დღეს ჩვენ ყველანი დამოკიდებული ვართ ამომრჩევლის განწყობაზე. იმ ბიძგზე, რომელმაც ამომრჩეველი სახლიდან უნდა გამოიყვანოს, ჯერ-ჯერობით ასეთი ბიძგი არ ჩანს. აქედა გამომდინარე საზოგადოების აქტივობა ამ არჩევნებისადმი არის დაბალი.
მე პირადად ვთვლი, ალბათობა იმისა, რომ იქნება მეორე ტური და სალომე ზურაბიშვილი ვერ გაიმარჯვებს პირველ ტურში, თანაბარია. მაგრამ ეს გამოჩნდება რა კონფიგურაცია დაჯდება არჩევნების შემდეგ. ჩემი აზრით, გონივრული იქნებოდა მეორე ტური იყოს, რადგან მოლოდინი არის საზოგადოებაში, თანაც მეორე ტურში ხელისულების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს გამარჯვების მეტი შანსი აქვს. ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, მაღალი ალბათობით, მეორე ტურში ერთმანეს დაუპირისპირდებიან სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე.
რაც შეეხება იმას, დაიძაბება თუ არა სიტუაცია არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, არეულობა იქნება და ამის სათავეში იქნება "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა ჩვენ უკვე ვიხილეთ სოციალური ტიპის პროტესტი ზაზა სარალიძესთან დაკავშიებით, როცა საზოგადოებამ დაინახა ამ მიტინგებზე მისული "ნაცმოძრაობა" და მათი აქტიურობა, დიდი ნაწილი შემოეცალათ. ამიტომ არა მგონია, რომ "ნაცმოძრაობის" ეს მცდელობაც წარმატებული იქნება. პირადად მე არ ველი რომ საპროტესტო აქციებმა მასშტაბცრი ხასიათი მიიღოს," - განაცხადა ზაალ ანჯაფრიძემ.