რეზონანსი
29.10.2018

 (რეზონანსი) მე მაინც მგონია, რომ ქვეყნის მომავლისთვის საუკეთესო და უალტერნატივო კანდიდატი არის სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმაჟურნალისტებს არჩევნების შედეგების შეფასებისას განუცხადა.

როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო იყო ხელისუფლებას კონკრეტული ცვლილებები განეხორციელებინა.

„ჩვენ ვლაპარაკობდით სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებებზე, განსაკუთრებით ეკონომიკურ და განათლების სფეროში ცვლილებებზე. ახლაც იგივე აზრის ვართ და არჩევნების შედეგებმაც დაადასტურა, რომ ეს ცვლილებები საჭიროა. მყისიერად და ერთ დღეში ცვლილებები ვერ განხორციელდება, მაგრამ ეს ცვლილებები აუცილებლად უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ არჩევნებში გავიმარჯვოთ, ქვეყანამ გაიმარჯვოს. რაზეც ჩვენ განვითარებისთვის ობიექტურად ვლაპარაკობდით, ხალხშიც ამ ცვლილებების სუბიექტური მოთხოვნა არსებობს. ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ამ ორი წლის განმავლობაში.

მე მაინც მგონია, რომ ქვეყნისთვის მომავლისთვის საუკეთესო და უალტერნატივო კანდიდატი არის სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ მას მხარი დავუჭირეთ. ძალიან მიკვირს, რომ როგორც ერთი მხარე „ნაციონალურო მოძრაობა", ასევე „ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც რაღაც ისე ლაპარაკობენ, რომ არჩევნები დამთავრდა, შედეგებს აფასებენ, მაგრამ არჩევნები არ დამთავრებულა. თუ დემოკრატია გვინდა ერთ მხარეს, მეორე მხარეს, მესამე ან მეოთხე პარტიას, მეორე ტური ჩვეულებრივი ამბავია.

ჩვენი პარტია კიდევ უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს და მოვუწოდებთ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც არ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ, კიდევ ერთხელ კარგად გაიაზრონ საკუთარი არჩევანი. ახლა პროპაგანდის დრო არ არის. ახლა პროგნოზირება სულაც არ არის პოლიტიკოსების საქმე. პოლიტიკოსების საქმეა მონაწილეობა არჩევნებში და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს თავისი საქმით დაკავდეს და არა უსარგებლო პროგნოზირებით და ზედაპირული და ხშირად „ექსპერტული ანალიზით", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

 

IPN

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×