თამარ შუკვანი
29.10.2018

 „არჩევნები ჩატარდა ნორმალურად, თუმცა შედეგი, რა თქმა უნდა, გასაკვირი იყო. „ოცნება" არ იყო მომზადებული და ალბათ „ოცნებას" რაღაცა შეეშალა," - „ერისიონის" ხელმძღვანელმა და ქორეოგრაფმა ჯემალ ჭკუასელმა „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 50%-იანი ბარიერი პრეზიდენტობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, - სწორედ ეს ორი კანდიდატი მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

ჯემალ ჭკუასელის თქმით მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას" მოწინააღმდეგე „სუსტი" იყო, „ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნები მაინც წააგო. თუმცა, ჭკუასელი იმედოვნებს, რომ მეორე ტურში ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.

„მოწინააღმდეგე ჰყავდა ძალიან სუსტი, მაგრამ „ოცნება" მაინც დამარცხდა, მაგრამ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს," - განაცხადა მან.

„რეზონანსის" შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება, ჯემალ ჭკუასელმა დასძინა: „ღმერთმა დაგვიფაროს."

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×