რეზონანსი
29.10.2018

გუბაზ სანიკიძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ ივანიშვილი პოლიტიკური კრეტინების კონკურსებს ატარებდა და კონკრუსში გამარჯვებულებით დააკომპლექტა ხელისუფლება. მან ბიძინა ივანიშვილთან ბოლოს შეხვედრის საუბრები გაიხსენა და უთხრა, რომ ის მარტო დარჩებოდა თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო. სანიკიძე ამბობს, რომ ივანიშვილის ბოლო ორი გამოსვლა ეთერში იმდენად კატასტროფა იყო, მესამედაც რომ გამოსულიყო, გრიგოლ ვაშაძე პირველივე ტურში მოიგებდა. 

„ეს არის ფარა, სად მოძებნა? პოლიტიკური კრეტინებით დააკომპლექტა ხელისუფლება. მისი ორი გამოსვლა ეს იყო კატასტროფა, კიდევ ერთი გამოსვლა რომ გაეკეთებინა, ვაშაძე, ალბათ, პირველ ტურში მოიგებდა. როცა ადამიანი ამტკიცებს რომ ყველა დამნავეა მასთან და ისაა მართალი, ამას ჰქვია პარანოია“, - განაცხადა სანიკიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×