რეზონანსი
30.10.2018

 მომღერალი ნინი ქარსელაძე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან და მეორე ტურთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"დღეს მთელი დღე ვიფიქრე რა დამეწერა, მერე ფეისბუქი გავაუქმე, რათა ფეიკ ექაუნთებიდან შემოსული აგრესია ამესხლიტა. მაგრამ ვერ ვასიამოვნებ ვერავის, განსაკუთრებით იმ სექტას! ჩვენზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ მოახდენ. ვისზეც მოახერხეთ, ისიც ღმერთმა შეგარგო. შემდეგ ტურში გაჩვენებთ ვინ ხართ სინამდვილეში, ხოდა ახლა მოემზადეთ, მეორე ტურში გაჩვენებთ რამდენი ვართ და თან რა მაგრები.

მე ვსაუბრობ ჩემი ოჯახის, მომღერლების და კიდევ ბევრი ჩემი ახლობლის სახელით! არჩევნების მეორე ტურამდე ცოტა დღე გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამოქალაქეები კარგად გაიხსენებენ იმ 9 წელს!

ისე სცენა არ გვქონდა აწყობილი, მაგრამ მეორე ტურის ბოლოს ავაწყობთ, მაგაზე არ დაგწყვეტთ გულს და თქვენც დაგპატიჟებთ”, – წერს ნინი ქარსელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×