რეზონანსი
30.10.2018

 (რეზონანსი) მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, ჭიათურაში კიდევ ერთი საწარმო შემთხვევა მოხდა. მათი ცნობით, კერძოდ: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 12:00 - 13:00 საათების შუალედში, ითხვისის მაღაროს სკრეპერის მემანქანემ, 55 წლის ამირან გოგატიშვილმა სამუშაო პროცესის დროს მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა.

როგორც ადგილობრივი დასაქმებულები ამბოობენ, ჯალამბრის ბაგირმა მარყუჟი გაიკეთა, ამირან გოგატიშვილმა კი მისი გასწორება სცადა. როგორც ჩანს ჯალამბარზე ბაგირი იმაზე სწრაფად დაიჭიმა ვიდრე იგი ვარაუდობდა და ბაგირის მარყუჟის დიამეტრის მომენტალური შემცირების შედეგად მარცხენა ხელის მტევანი მაჯის ქვემოთ მოწყვიტა.

მათივე ინფორმაციით, ამირან გოგატიშვილი ძალიან გამოცდილი და საკუთარი საქმის მცოდნე პროფესიონალი მუშაკია.

მომხდარი ფაქტის დეტალების და საწარმო შემთხვევის წარმოშობის მიზეზების კვლევის პროცესში უკვე ჩართულები არიან საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლები, აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში კი პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის დაცვის და იურიდიული დეპარტამენტებიც

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×