რეზონანსი
30.10.2018

 (რეზონანსი )"აგონიური კონვულსიები დაწყებიათ ამ საცოდავებს" - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მმართველი გუნდის განცხადებებს, რომ არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება, ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

"რა სამოქალაქო ომი, რა ლიკვიდაციები, რეებს ბოდავს. ვის დაკარგვიხართ, ბიძინა თუ გაიქცა, შარშანდელი თოვლივით არავის ემახსოვრებით. ეს მართლა ყველაფრის მკადრებელი ხალხი", წერს ოთარ კახიძე ფეისბუქზე.

"თუ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ეს რეალური ნაბიჯი იქნება სამოქალაქო ომის დაწყების, ამაში დარწმუნებული ვარ", - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ გააკეთა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×