რეზონანსი
30.10.2018

 (რეზონანსი) ახალქალაქში, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საარჩევნო შტაბის უფროსი აშოტ რაისიანი თავდამსხმელებმა ხელკეტებით სცემეს. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

თვითმხილველები "რუსთავი2"-თან საუბრისას ჰყვებიან, რომ შტაბში ხელკეტებით შეიარაღებული რამდენიმე პირი შევარდა და იქ მყოფებს ფიზიკურად გაუსწორდა.

მათივე განცხადებით, თავდამსხმელები "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან. გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრები ამბობენ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი არჩევნების შედეგები გახდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×