ნიტა ლომიძე: "ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი სახლის დათვალიერებისას, წამებში დავგეგმე, სად რა უნდა იდგას და როგორი უნდა იყოს"
მარი გოცირიძე
31.10.2018

 ოქტომბერში დეველოპერულმა კომპანია "m2"-მა უძრავი ქონება ახალი საცხოვრებელი კომპლექსი "m2 იპოდრომთან 2" ოფიციალურად გახსნა. ეს ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც კომპანიას თავისი არსებობის განმავლობაში განუხორციელებია. პროექტი უმაღლეს დონეზეა შესრულებული, ყურადღებას იპყრობს საქართველოში საუკეთესო უსაფრთხოების თანამედროვე მაღალი სტანდარტითა და ტექნიკური აღჭურვილობით. გამორჩეულია მომსახურება, რომელსაც კომპანია ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მობინადრეებს სთავაზობს ბინის შეძენიდან ჩაბარებამდე.

კომპლექსის გახსნის ცერემონია საცხოვრებელი კორპუსების ეზოში გაიმართა. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ ამომწურავად ისაუბრა პროექტსა და იმ უნიკალურ შესაძლებლობაზე, რითაც პროექტის - "m2 იპოდრომთან" მომხმარებლები სარგებლობენ:

"ჩვენ აღვნიშნავთ კომპლექსის დასრულებისა და მისი გახსნის ღონისძიებას. ბინების ჩაბარება უკვე დაწყებულია. საკმაოდ ბევრმა თავისი ბინა უკვე ჩაიბარა და იმედი გვაქვს, რომ დაახლოებით ახალი წლისათვის ამ კომპლექსში შესახლდებიან. აქ უკვე იგრძნობა სერიოზული გამოცოცხლება.

"m2"-მა თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროექტი დაასრულა. ამ კომპლექსში არის 800 ბინა და ჯამში 100 000 კვადატული მეტრი ფართი აშენდა. კომპლექსის ტერიტორიაზე ფუნქციობს საბავშვო ბაღიც. აშენებული ბინების 99% უკვე გაყიდულია. ჯამში, აღნიშნულ პროექტში განხორციელდა 60 მილიონ დოლარზე მეტი თანხის ინვესტიცია. ჩვენ ამ პროექტის დაფინანსებაში გვეხმარებოდნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და ფონდი Green for Growth, რომელთაც გამოყვეს თანხა და მათი დაფინანსების გამოყენებით, ჩვენ ამ კომპლექსს ენერგოეფექტურობის კომპონენტი შევმატეთ".

ამასთან, კომპლექსი, რომელიც გ. კარტოზიას ქუჩაზე მდებარეობს, მოსახერხებელი და მიმზიდველი მდებარეობით გამოირჩევა. კომპანია "m2"-ის ინფორმაციით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, მათ შორის - სადარბაზოებში დამონტაჟებული ხანძარმედეგი კარებით. მათივე განმარტებით, კომპლექსი 23%-მდე ენერგოეფექტურია, რაც მობინადრეებს შესაძლებლობას აძლევს, კომუნალური ხარჯები დაზოგონ. გარდა ამისა, კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისათვის.

"კომპლექსის ერთ-ერთი უპირატესობაა 4-დონიანი ავტოსადგომი, რომელიც ბინების რაოდენობის შესაბამისად არის დაგეგმარებული. ანტონოვსკაიასა და კარტოზიას ქუჩების მხრიდან გათვალისწინებულია კომერციული ფართები სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ობიექტებისათვის, რაც კომპლექსის მცხოვრებლებისთვის დამატებით კომფორტს შექმნის.

კომპლექსის პირველ და მეორე კორპუსებს შორის მოწყობილია გამწვანებული სათამაშო და დასასვენებელი ზონები, სპორტული მოედანი. "m2 იპოდრომთან 2"-ის მცხოვრებლებს სრულად გარემონტებულ ბინებში დახვდებათ იტალიური სამზარეულო ჩაშენებული გაზქურით, ღუმელითა და გამწოვით. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ბინის მფლობელს შესაძლებლობა ჰქონდა, თავად შეერჩია ინტერიერის დიზაინი და სარემონტო მასალები მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისაგან", - აღნიშნეს კომპანიაში.

კომპლექსის შესახლების შემდგომი მომსახურება ითვალისწინებს 24-საათიან დაცვას, სადარბაზოების, ლიფტებისა და ეზოს დასუფთავებას, გამწვანების მოვლას, ასევე ბინის გაქირავების მომსახურებას კომპანია "m2 რენტის" მიერ.

GGF-ის თავმჯდომარე ოლაფ ზიმელკას შეფასებით, პროექტი საქართველოში მდგრადი, ინკლუზიური ბინათმშენებლობის განვითარების პრეცედენტს ქმნის: "GGF-ისთვის საქართველოში ენერგოეფექტური საცხოვრებელი სახლების ხელშემწყობ პროექტში მონაწილეობა ძალიან სასიამოვნოა. ასეთი პროექტები პრეცედენტს ქმნის საქართველოში მდგრადი, მეტად ინკლუზიური ბინათმშენებლობის განვითარებისათვის. ძალიან კარგი იქნება რესურსების ეფექტურ გამოყენებასა და წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებაზე მიმართული მეტი მსგავსი პროექტი ვნახოთ საქართველოში".

"m2 იპოდრომთან 2" კომპანიის მიერ განხორციელებული მე-8 წარმატებული და ყველაზე მასშტაბური პროექტია.

ყველაზე ამაღელვებელი მომხმარებლებისათვის სარემონტო სამუშაოების ჩაბარების პროცესია. მობინადრეთათვის ამ ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტისათვის "m2"-ის მთელი გუნდი განსაკუთრებულად ემზადება.

26 ოქტომბერი სატელევიზიო მეგაშოუს "შენ შეგიძლია ცეკვა" გამარჯვებულ ნიტა ლომიძისათვისაც ერთ-ერთი გამორჩეულია. მან მოგებული პრიზის - 2-ოთახიანი ბინის დასრულებული სარემონტო სამუშაოები პირველად დაათვალიერა და ჩაიბარა.

მას მხოლოდ ნახევარი საათი დასჭირდა, რომ დედასა და "m2"-ის დიზაინერთან ერთად დაეგეგმარებინა თავისი ბინა: ,"დიზაინის შერჩევის პროცესში დედასთან ერთად ვიყავი ჩართული. პროექტის ვიზუალური აღქმა იმდენად რეალურია, რომ შერჩევისას მაქსიმალურ კომფორტს განიცდი - სრული ჰარმონიაა, რაც სულის სიღრმემდე ატანს! ველოდი საუკეთესოს, მაგრამ ნანახმა მოლოდინს მაინც გადააჭარბა. დაუვიწყარია პირველი ემოცია, რაც სახლში შესვლისას დამეუფლა. ეს იყოს სასწაული! ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი, სახლის დათვალიერებისას წამებში დავგეგმე, სად რა უნდა იდგას და როგორი უნდა იყოს. ასეთი იყო პირველი შთაბეჭდილება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთლიანად კომპლექსი არაჩვეულებრივია, თითოეული დეტალი მაღალ დონეზეა გადაწყვეტილი. ჩანს, რომ პროექტის განხორციელებაში უზარმაზარი შრომაა ჩადებული, მაქსიმალურად მივენდე პროფესიონალებს და ნდობამ საოცრად გაამართლა".

"არ მეგონა, თუ ოდესმე მექნებოდა მოწყობილობა, რომ გარედან მემართა სახლი - ძალიან მაგარია!" - ამ ფრაზით დაასრულა ნიტამ თავისი ემოციური კომენტარი. საქმე ის გახლავთ, რომ კომპანია "m2"-მა ნიტას დამატებით საჩუქრად გადასცა "ჭკვიანისახლის" მოწყობილობები და პლანშეტი, რომლის მეშვეობითაც ნიტას შეუძლია, ბინაში მთელი რიგი ბრძანებები დისტანციურად განახორციელოს. აღსანიშნავია, რომ კომპლექსში "m2 იპოდრომთან 2"-ის მობინადრეებს, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ ბინაში შეუძლიათ დაამატონ ჭკვიანი სახლის ფუნქციონალი. ელექტროგაყვანილობები ამისთვის უკვე ადაპტირებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×