თამარ შუკვანი
01.11.2018

 „სიტუაციას ვალაგებთ. მეორე ტურთან დაკავშირებით ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმია. ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა და რასაკვირველია, პარტიის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას, ეს ბუნებრია.

„პარტია მაქსიმალურად ცდილობს, რომ ზურაბიშვილს უფრო ატიურად დაუჭიროს მხარი," - „ქართული ოცნების" დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომელიც ასევე დახურულ შეხვედრას ესწრებოდა. ამ წუთებში კი - შეხვედრა უკვე დასრულებულია.

ცნობისათვის, დღეს „ქართული ოცნების" ოფისში 10:00 საათიდან საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილი შეხვედრა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შეხვედრას „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრება. საუბრის მთავარ თემას არჩევნების პირველი ტურის შედეგები და მეორე ტურის მოსამზადებელი გეგმების განხილვა წარმოადგენდა.

„ქართული ოცნების" ოფისთან კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გამოჩნდა, მაგრამ მას შემდეგ რაც მან ოფისთან შეკრებილი ჟურნალისტები შენიშნა, ტერიტორია მაშინვე დატოვა.

დაუტასტურებელი ცნობით, ხაინდრავა „ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრას ესწრებოდა. როგორც ცნობილი გახდა, მოგვიანებით ის „ოცნების" ფარეხის შესასვლელიდან ავტომანქანით შევიდა.

„რეზონანსი" უმრავლესობის დეპუტატთან შეეცადა, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას. შეკითხვაზე ესწრებოდა თუ არა გოგა ხაინდრავა შეხვედრას, ნუკრი ქანთარიამ დასძინა, რომ ხაინდრავა დღეს ოფისში არ ყოფილა, თუმცა ის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია.

„მე დღეს გოგა ხაინდრავა აქ არ მინახავს. გოგაც მხარდამჭერია, მაგრამ ამ შეხვედრაზე არ ყოფილა," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×