(რეზონანსი) ბლოგერი გუჯა ბიძია სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს:
„ეს ლოგიკა მკლავს..
ჯერ ნაცებს მივხედოთო (ანუ სალომეს მივცეთ ხმაო) და საპრეზიდენტო არჩევნების მერე ოცნებასო.
რაც არ უნდა ნეიტრალობა დაიბრალონ ამ აზრის გამტარებლებმა, ლოგიკა ქოცურია, და გასაგებია საით არის მიმართული.
თუ ოცნებას გინდა მიხედო, ყველაზე კარგი მომენტი ახლაა, ვირთხის დღეში რომ არის. ადექი და გადი გარეთ,მონახე შენნაირები და აუფრიალეთ ცხვირწინ მოთხოვნები და წაუყენეთ ულტიმატუმი, რომ თუ არ შეგისრულებს , არ მიცემ ხმას.
გადი ხო, გარეთ, აქედან რო ასწავლი რა უნდა გააკეთოს.
ახლა არ აკეთებ ამას და საპრეზიდენტო არჩევნების მერე გააკეთებ?
და როდის რა მოგითხოვია ამ 6 წლის განმავლობაში?
ახ, ფეისბუკიდან თხოვდი?
გაფიცებთ მამამზეს..
გასული წლის 14 ივლისს, აღმაშენებელზე 8 ათასმა კაცმა რო გავიარეთ, ზუსტად ერთი კვირის მერე ნაცებმა კონტრაქცია მოაწყვეს.
ჩვენც იმავე დღეს გავედით. სულ 300 კაცი. მაგრამ მაინც გავედით, ნაცების გაჯეჯილება რომ გაგვეპროტესტებინა, და პოლიციის სამმაგი კორდონი ჩააყენეს ჩვენს შორის.
რაღაც არ მახსოვს ქოცებს და ქოცგამპრავებლებს ხმა ამოეღოთ.
ისხდნენ ტელევიზორებთან და ფეისბუკში და დაგვცინოდნენ.
და ახლა მოგვიწოდებთ ხმა მოგვეცით , თორე სამოქალაქო ომი დაიწყებაო?
თქვენა , მართლა *** ხომ არ გაქვთ?..
რას ქვია დაიწყება. თუ დაიწყება, თქვენგან დაიწყება.
ისევ გავიმეორებ, მაშინ სწორედ ხელისუფლებამ მოგვისია ნაცები, პროვოკაცია გააკეთა იმ კონტრაქციით. შეეშინდა, ახალი ძალა ჩნდებაო და ნაცები მოგვისია. ახლა საკუთარი ტყავის და სასახლეების გადარჩენა უნდათ და ღმერთმა ნუ ქნას და თუ რამე დაიწყო, ეს ისევ ქოცებისგან, შიშით ჩასვრილებისგან იქნება პროვოცირებული და ახლა ჩვენგან, პირველად მათ მოხვდებათ.
პირველად ქოცებს მოგხვდებათ და მერე ნაცებს" - წერს გუჯა ბიძია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე