რეზონანსი
02.11.2018

 (რეზონანსი) "ქართული მარშის" წევრი კონსტანტინე მორგოშია ფეისბუქზე კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას ეხმიანება:

"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, გილოცავთ!!! ქართველებო, ერთი ერთი დიდი საფრთხე, რაც ჩვენს ისედაც გამწარებულ ერს ემუქრებოდა, სასიკეთოდ გადაწყვეტილია. მარიხუანა ქართველების სისხლით მორწყულ მიწაზე ვერასოდეს იბიბინებს! არასოდეს იქნება ბარიგა კარგი ტიპი, დიდი მადლობა ყველას!!! დიდი მადლობა ამ ბრძოლისთვის მმართველი გუნდის იმ ჯანსაღ ნაწილს, რომლებიც გულმოდგინედ იბრძოდნენ, თუნდაც გამოჩენის გარეშე. ეს ჩვენი, ხალხის და ერის საერთო დიდი გამარჯვებაა!!! უფალმა დალოცოს ჩვენი ერი!!!" - წერს კონსტანტინე მორგოშია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×