რეზონანსი
02.11.2018

 (რეზონანსი) ეკონომიკის მინისტრი გიორგო ქობულია ვარაუდობს, რომ წლის ბოლოსკენ ლარის კურსის დასტაბილურებაა მოსალოდნელი.

მინისტრის თქმით, საახალწლოდ ლარის კურსის ტენდენცია გაძლიერებისკენ არის მიმართული, ვინაიდან ქვეყანაში ვალუტის შემოდინებები მაღალია.

"ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა არის ძალიან კარგი. ექსპორტი იზრდება, ეკონომიკა გაიზარდა. ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ლარის კურსზე. ჩვენ ვთვლით, რომ ლარი აუცილებლად დასტაბილურდება და კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას დაუბრუნდება წლის ბოლოსკენ. ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება და ზრდა იქნება კიდევ უფრო ძლიერი მომავალი ორი თვის განმავლობაში. კიდევ ერთხელ გავიარეთ ეროვნული ბანკის სტრატეგია, ვთვლით, რომ ის სტრატეგია, რასაც ისინი აწარმოებენ მონეტარული თვალსაზრისით, ჯანსაღია და მართებული. ლარის გაუფასურება დამოკიდებული იყო თურქეთში მომხდარ დესტაბილიზაციაზე", - განაცხადა ქობულიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×