(რეზონანსი) თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩზე მაღაზიის გაქურვის ბრალდებით 17 წლის ბიჭი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულმა დ.ბ-მ, თანამზრახველებთან ერთად, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე სასურსათო მაღაზია გაქურდა, საიდანაც, დაახლოებით, 3000 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქტები და 500 ლარამდე თანხა წაიღო.
მათივე ცნობით, მოზარდი ქორდობიდან რამდენიმე საათში დააკავეს და ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
პოლიციამ ნაქურდალი პროდუქტები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.