რეზონანსი
03.11.2018

 ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად რამდეიმე სოფელი დააზარალა. ასევე, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია მთელი ღამის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.

როგორც "პრაიმტაიმთან" საუბრისას სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის საზოგაფოებასთან ურთერთობის სამსახურის სპეციალისტი, ეკა ურიდია აცხადებს, ბრიგადები ოპერატიულად მუშაობენ და ელექტროენერგია უახლოეს საათებში სრულად აღდგება.

ქარმა სოფელ ჭალადიდში რამდენიმე ადგილას ხეებიც წააქცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×