რეზონანსი
03.11.2018

 (რეზონანსი) ჩვენ ვირჩევთ არა გრიგოლ ვაშაძეს, არამედ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც რევანში უნდა და მას ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ, - ამის შესახებ ფოტოგრაფმა, გიორგი აბდალაძე

„მინდა, მოსახლეობას მივმართო, კარგად დაფიქრდნენ! „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ყველა იმ ადამიანის შეწყალებას აპირებს, რომლებიც მე და სხვა ადამიანებს გვაწამებდნენ. მათ უნდათ, ისევ იმ ცხრა წელიწადში დავბრუნდეთ, მაგრამ მჯერა, რომ ქართველი ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას" დაბრუნების საშუალებას არ მისცემს. ყველა თავის თვალით ნახა კადრები, როგორ აგინებდა საქართველოს მოსახლეობას სააკაშვილი და მისი ბიძა, რომლებიც ლიფტში იყვნენ. ამ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილმა ერთი პროცენტით, მაგრამ მაინც მოიგო და დარწმუნებული ვარ, მეორე ტურშიც მოიგებს", - განაცხადა აბდალაძემ "პირველ არხის" ეთერში.

როგორც აბდალაძემ აღნიშნა, მას რუსეთის ჯაშუშობაში ბრალს სდებდა ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ ზეწოლის მიუხედავადაც კი რუსეთის მოქალაქეობის დათმობა არ სურდა.

„გრიგოლ ვაშაძეს პრეზიდენტობაზე რომ არ ეყარა კენჭი, ხმას არ ამოვიღებდი. მის სინდისზე იყოს ის ჯოჯოხეთი, რომელიც ციხეში გავიარე, იმის გამო, რომ მას კაცობა არ ეყო, ვანო მერაბიშვილისთვის ეთქვა, საგარეო საქმეთა სამინისტროდან არაფერი დაკარგულა და ეს ბიჭები უდანაშაულოები არიანო. კაცობა ახლაც არ ჰყოფნის, რომ ჩემ წინაშე ბოდიში მოიხადოს, მაგრამ ღმერთი მაღალია და ყველას თავის საკადრისს მისცემს", - დასძენს აბდალაძე.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×