ია აბულაშვილი
03.11.2018

 ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და მასთან შეხევედრას ითხოვს. სარალიძის თქმით, მის მიმართ ბინძური კამპანია მიმდინარეობს და იგი მზად არის მედიისა და ადოვაკატის თანდასწრებით ყველა კითხვაზე დეტალური განმარტება მიაწოდოს ივანიშვილს.

უნდა შეხვდეს თუ არა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ზაზა სარალიძეს? საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ ეს თავად მიმართვის ადრესატის გადასაწყვეტია და მან არ იცის, შეხვდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი ზაზა სარალიძეს.

„არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ამ საქმესთან, რომელი პარტიის მხარდამჭერია ზაზა სარალიძე. გამოძიება მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ძალიან მალე ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

„უნდა შეხვდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ზაზა სარალიძეს, ამაზე პასუხი მე არ მაქვს, ეს ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია. რაც შეეხება ზაზა სარალიძის ღია წერილის ტექსტს, ვფიქრობ, რომ გარკვეული უტიმატუმის სახე აქვს. მედიისა და ადვოკატების თანდასწრებით რატომ უნდა უნდოდეს შეხვედრა, თუ პირისპირ შეხვედრას ითხოვს და გალახდილ საუბარს აპირებს?!" - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×