ნინი შონია
03.11.2018

 მსახიობი და პოეტი გივი სიხარულიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად უნდა შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს. თუმცა, აქვე აცხადებს, რომ ადამიანის პირადი გაჭირვება და დარდი არ უნდა გადაიზარდოს პოლიტიკაში.

„უკვე ძალიან აერიათ გზა-კვალი. შენი მრწამსი, გაჭირვება, დარდი, ვარამი, პოლიტიკაში არ უნდა გადაზარდო. როცა შენ შვილი მოგიკლეს და ეძებ სიმართლეს, არ უნდა მიეკედლო სხვადასხვა პარტიებს, მე ეს არ მწამს.

„ვთვლი, რომ ამ ყველაფერს სჯობდა მისულიყო და ყველა დაეხოცა, ვიზეც ეჭვი ჰქონდა, რომ შვილი მოუკლეს, ან დააფარეს ხელი. პირველად როცა გამოჩნა ეს ადამიანი ამხელა პრობლემით, მე მივედი და ყველნაირად მხარი დავუჭირე, მაგრამ შემდეგ გავქრი, აღარ გავედი, რადგან იქ ვნახე ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ძაღლს ვერ ანდობ, ადმაიანის ბედს კი არა. მე იქ აღარ მივალ.

„ეს არ ეხება მხოლოდ ერთ პარტიას, ეს ეხება ყველა ჩვენს პარტიებს თავიდან ბოლომდე. არცერთი პარტია ჩევნთან სანდო არაა, ჩვენი პარტიები არის ბრბო, სამშობლოს მოღალატეების ბრო." - განაცხადა სიხარულიძემ.

სიხარულიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად უნდა შეხვდეს შვილმკვდარ მამას და მის გაჭირვებას გულისყურით მოუსმინოს.

„ბიძინა უნდა შეხვდეს ზაზა სარალიძეს, თუ ის იმ პარტიის ლიდერია, რომელსაც დღეს მიჰყავს ყველაფერი საქართველოში. უნდა შეხვდეს, დაელაპარაკოს და მოუსმინოს მის გაჭირვებას, უნდა მიხედოს, როგორც შეძლებს.

„მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი მოუსმენს მას და მის ჭირ-ვარამს გაითავისებს. სირცხვილია ასე ცაში დატოვება ამ კაცის გაუბედურებული მდოგმარეობის", - თქვა გივი სიხარულიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზაზა სარალიძემ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართა და მასთან პირისპირ შეხვედრა მოითხოვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×