რეზონანსი
03.11.2018

 უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ირაკლი ოქრუაშვილის წარსულს იხსენებს და აღნიშნავს რომ იგი იყო პირველი შს მინისტრი, რომელმაც ‘ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს, რეპრესიები დაიწყო.

“ირაკლი ოქრუაშვილი იყო ის პირველი არამზადა შსს მინისტრი, რომელმაც დაიწყო პირველი რეპრესიები ნაცბანდის დროს! კარგად გახსოვთ, როდესაც შევარდა ერთ-ერთ ოჯახში, უდანაშაულო კაცი რომ დააკავა საჯაროდ, იმ ოჯახში სპეცრაზმის დანახვაზე 5 წლის ბავშვს სისხლის გათეთრება დაემართა.

ის პატარა 10-წლიანი მკურნალობის მერე გამოჯანმრთელდა საფრანგეთში!”– წერს ინგა ბერიკაშვილი.

შეგახსენებთ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დღეს სახლში პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ესტუმრა. შეხვედრისას ოქრუაშვილმა განაცხადა, როდესაც საქმე ქვეყანას ეხება, შეუძლია ძველი წყენა დაივიწყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×