თამარ შუკვანი
04.11.2018

 „ეს ადამიანების შინაგანი მდგომარეობის ბრალია. მე არასდროს არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია იმის გამო, რომ მას სხვა პოლიტიკური ხედვა აქვს," - მომღერალი სოფო ხალვაში შოუბიზნესში ორი ფრთის დაპირისპირებას ასე აფასებს.

მან თავის ოპონენტებს მსგავსი განცხადებებისგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა. იგი იმედოვნებს, რომ ისინი „დამშვიდდებიან".

„იმ ადამიანებმა, ვინც რაღაც შეურაცხმყოფელ სიტყვებს აქვეყნებენ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, იქნებ თავი შეიკაონ მსგავსი განცხადებებისგან. ამიტომაც არის, რომ შოუბიზნესი იხლიჩება, თორემ ჩვენ, ვინც აქეთ მხარეს ვართ, პირადად ჩემზე გეტყვით, რომ არავისთან მიმართებაში მსგავსი რამ არ მაკავშირებს და ვერ ვიტყვი, რომ ორად ვარ გახლეჩილი. ალბათ, ადამიანები რაღაცნაირად დამშვიდდებიან და დაწყნარდებიან, ამის იმედი მაქვს," - განაცხადა სოფო ხალვაშმა.

ცნობისათვის, 26 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში მომღერალმა სოფო ხალვაშმა „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასაარჩევნო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც იგი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემიდან მოხსნეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×