ნინი შონია
04.11.2018

 (რეზონანსი) პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კახა კუკავა თავის ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არცერთ კანდიდატს არც სალომე ზურაბიშვილს და არც გრიგოლ ვაშაძეს არ მისცენ ხმა. ამის შესახემ მან "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

მეორე ტურში გასულ ორ კანდიდატს შორის სხვაობა საკმადო მცირეა. პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძემ 601 224 ხმა მიიიღო და სალომე ზურაბიშვილმა - 615 572 ხმა. სხვაობამ მხოლოდ 14 348 ხმა. შეადგინა.

ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშVნელობა ენიჭება იმას, თუ ვისი მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ თავის ამომრჩევლებს ის კანდიდატები, ვინც არჩევნებს პირველი ტურის შემდეგ გამოეთიშა. ამის გასაგებად „რეზონანსი" კახა კუკავას დაუკავშირდა, რომელმაც პირველ ტურში 21 186 ხმა მიიღო.

„არცერთ კანდიდატს არ დავუჭერ მხარს და მოვუწოდებ ჩემს ამომრჩეველსაც, რომ არ დაუჭიროს არცერთს მხარი, რადგან ორივე კანდიდატი იქნება დიდი იმედგაცრუება ქართველი ხალხისთვის და ორივე მათგანმა, ორივე პარტიამ დაგვანახა, რომ მათ საქართველოს წინსვლისთვის და საქართველოს განვითარებისთვის არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ", - განაცხადა კუკავამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×