რეზონანსი
04.11.2018

 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები დღეს შეიკრიბებიან, რათა იმსჯელონ და ართობლივად გადაწყვიტონ, რა სახით მიიღებენ მონაწილეობას 7 ნოემბერს დაანონსებულ „ნაცმოძრაობის" საწინააღმდეგო აქციაში. ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში „ქართული ოცნების" წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„სულიკვეთებით რა თქმა უნდა ვუერთდები, ეს აქციის ორგანიზატორებზე იქნება დამოკიდებული, კომუნიკაცია მექნება მათთან და მერე ვნახავთ. ამ აქციას ყველა შემთხვევაში მხარს ვუჭერ, შეიძლება როგორც რიგითი მოქალაქე ისე მივიდე, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ მიზანი იყოს ერთი", - თქვა ნაცვლიშვილმა.

მისთვის უცნობია, აპირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი შეურთდეს 7 ნოემბრის აქციას.

„ნამდვილად არ ვიცი, ვერ გეტყვით უერთდება თუ არა ბიძინ ივანიშვილი აქციას. დღეს გავარკვევ უფრო მეტს ამ აქციასთან დაკავშრებით. ყველამ თვითონ უნდა გდაწყვიტოს რა უნდა გააკეთოს.

„7 ნოემბერის მონაწილე მეც ვარ და აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. იმ აქციაზე კი, რომელიც 2007 წელს დაარბიეს, მეც ვიყავი. ყველამ თვითნ უნდა გადაწყვიტოს ეს თარიღი რასთან არის დაკავშირებული მისთვის", - თქვა ნაცვლიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×