რეზონანსი
05.11.2018

 (რეზონანსი) დღეს „რუსთავი 2"-ის ეთერში გადაცემაში „შუადღე" მხოლოდ ქართულზე სასაუბროდ გიორგი გაბუნია და თიკა ფაცაცია მიიწვიეს. წამყვანის შეკითხვას, თუ რა ცვლილებებია მოსალოდნელი ჟიურის შემადგენლობაში, გიორგი გაბუნიამ ყველასათვის მოულოდნელი პასუხი გასცა - არ ვიცით იქნება თუ არა სოფო ნიჟარაძე ჭიურიში, ვინაიდან ის ფეხმძიმედ არისო და აქვე დასძინა, რომ მამა თვითონ არაა. ისეთი დამაჯერებელი იყო „რუსთავი 2"-ის წამყვანი თავის განცხადებაში, ამბის გადასამოწმებლად სოფოს დავუკავშირდით.

- სოფო, გიორგი გაბუნიამ დღეს „შუადღის" ეთერში თქვენი ფეხმძიმობის ამბავი გაახმაურა...

- ბატონო?

- პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ფეხმძიმედ ხართ და ამიტომ არ იცის, იქნებით თუ არა ლაივებზე ჟიურის წევრი...

- (იცინის) კი, კი, ფეხმძიმედ ვარ მისგან, პატარა ჯულიეტას ველოდები...

- არა, მამობა იქვე უარყო გიორგიმ.

- ააა, უარყო? არის! ეგ არის მამა! გოგოს ველოდებით, ჯულეტა უნდა დავარქვათ (იცინის)... არ არის ნორმალური რაა!. რას გადამეკიდა, რა უნდა?!

 

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×