რეზონანსი
06.11.2018

 (რეზონანსი) რომ არა პრეზიდენტ მარგველაშვილის ინდივიდუალური შეწყალების აქტი გორში მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობისთვის ბრალდებული პირი სასჯელს 2025 წლამდე მოიხდიდა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ფეისბუქზე წერს.

დეპუტატი ეხმაურება მომხდარი მკვლელობის ფაქტს და ასევე სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა „ქართული ოცნების" მიერ მიღებული ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა ამჟამად ბრალდებული პირი.

რამდენიმე დღეა ოპონენტები მიზანმიმართულად იტყუებიან და ცდილობენ, რომ მოსახლეობა და ოჯახიც შეცდომაში შეიყვანონ, თითქოსდა გორში, მცირეწლოვანი გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ამნისტია შეეხო და ციხე ასე დატოვა. რეალურად, ამ შემთხვევამდე, იაგო ნებიერიძე ორი მუხლით იყო გასამართლებული და მსჯავრდებული, ამ მუხლებს კი ამნისტია არ ეხებოდა! ასეთ პატიმრებს, ციხეში არსებული სასტიკი პირობებისა და სისტემური ძალადობის გამო, სასამართლომ სასჯელი 4 წლით შეუმცირა. თუმცა, მიუხედავად ამისა, იაგო ნებიერიძეს პენიტენციური დაწესებულება მაინც არ დაუტოვებია! პრეზიდენტის ინდივიდუალური შეწყალების აქტი შეეხო.

რომ არა პრეზიდენტ მარგველაშვილის ინდივიდუალური შეწყალების აქტი ეს ადამიანი სასჯელს 2025 წლამდე მოიხდიდა.

სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს იაგო ნებიერიძე და „ქართულმა ოცნებამ" ის გარეთ გამოუშვა. პედოფილიის და მსგავსი სიმძიმის დანაშაულის ჩამდენ პირებზე 2012 წლის ამნისტია არ გავრცელებულა. და ეს მარტივად შეიძლება გადამოწმდეს.

იაგო ნებიერიძემ სწორედ ამ გზით დატოვა ციხე!" - წერს გია ვოლსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×