თამარ შუკვანი
06.11.2018

 პედოფილიაში დადანაშაულებული დეპუტატი, ადიგენის საკრებულოს წევრი ნოდარ გობაძე აცხადებს, რომ სოციალური ქსელიდან აღებული არასრულწლოვანთან მისი მიმოწერის ფოტო დამონტაჟებულია, რომელსაც ვიღაც მისი დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებს.

„რეზონანსთან საუბარში გობაძე ადასტურებს, რომ ეს „ფეისბუქ" გვერდი ნამდვილად მას ეკუთვნის.

„წინასწარ არის დადგმული. ის „ფეისბუქ" გვერდი ჩემია, მაგრამ ამოჭრილია რაღაცეები. ამ მიმოწერას გაგრძელებაც აქვს. ეჭვი მაქვს, მეორე მხარეს კაცია. მე არანაირი მსგავსი ურთიერთობა არ მქონია. გამოძიება მიდის და სიმართლე დადგინდება. სხვას ვერაფერს გეტყვით," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ადიგენის საკრებულოს წევრი ნოდარ გობაძე.

სოციალურ ქსელში გავრცელდა პირადი მიმოწერის ამსახველი ფოტომასალა, რომლებშიც ასახულია ახალგაზრდა მამაკაცის და სავარაუდოდ არასრულწლოვანის ინტიმური ხასიათის მიმოწერა სოციალურ ქსელში. ამის საფუძველზე, არასრულსწლოვანის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×