რეზონანსი
06.11.2018

 (რეზონანსი) არაფერი არ არის გასაკვირი იმაში, თუ ირაკლი ღირაბიშვილი თავისი პირადი ინიციატივით იმოქმედებს და ალბათ, ასეც იქნება, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად არის შესაძლებელი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში" დაბრუნდეს.

მისი თქმით, თუ საჭიროდ ჩათვლიან, ყველას შეუძლია გააკეთოს ის, რაც მის რესურსში არსებობს.

„ღარიბაშვილი როდესაც გადადგა თანამდებობიდან, მან თქვა - „მე ვრჩები ჯარისკაცად „ქართული ოცნების". თუ საჭიროდ ჩათვლის, ყველამ შესაძლებელია გააკეთოს ის, რაც მის რესურსში არსებობს. არაფერი არ არის გასაკვირი იმაში, თუ ირაკლი ღირაბიშვილი თავისი პირადი ინიციატივით იმოქმედებს და ალბათ, ასეც იქნება", - განაცხადა ქანთარიამ.

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე დღეს კომენტარი გააკეთა ზვიად ძიძიგურმაც. მისი თქმით, „ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში გამოჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×