რეზონანსი
07.11.2018

 თერჯოლის გადასახვევთან, დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. დედოფლისწყაროელი ახალგაზრდები თბილისიდან ზუგდიდში, მეგობრის ქორწილში მიდიოდნენ.

დაშავებულთა შორის რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმეს მდგომარეობაში მოთავსებული იყო 24 წლის სოსო ჯალიაშვილი იყო, რომელიც რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა. დანარჩენი 5 დაშავებული ზესტაფონისა და თერჯოლის საავადმყოფოში რჩებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×