რეზონანსი
09.11.2018

 „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

„ოცნების დანიშნულმა სახალხო დამცველმა ლომჯარიამ ვიცე-სპიკერ ჩუგოშვილთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, რათა უცხოელებს (ირანელებს, არაბებს, აფრიკელებს და ა.შ.) დაუბრუნდეთ უფლება იყიდონ და დაისაკუთრონ ქართული მიწა და გაუქმდეს კონსტიტუციაში შესული აკრძალვა.

თქვენ ან არჩევნების წაგება და ნაცებისთვის ხელისუფლების გადაბარება გინდათ და ან თქვენს რიგებში სოროსელების ღალატია. როგორ ბედავს თქვენი დანიშნული ლომჯარია ამ მოღალატეობრივი აქტის განხორციელებას? ქართული ოცნება-სასწრაფო წესით გადააყენეთ ლომჯარია, გამოიტანეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში პატრიოტული ორგანიზაციები დავიწყებთ აქციებს სახალხო დამცველის პოსტიდან ლომჯარიას და ვიცე-სპიკერის პოსტიდან ჩუგოშვილის გადაყენების მოთხოვნით! ქართულ მიწას არ გაგაყიდინებთ! ამას ვერ ეღირსებით!“ - წერს ბრეგაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×