რეზონანსი
10.11.2018

 მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე სცენაზე ამღერდა და "მხოლოდ ქართულში" იღებს მონაწილეობას. იგი  აქამდე არც ერთ მუსიკალურ პროექტში არ გამოჩენილა.

"ვთვლი, რომ არ მაქვს ისეთი მუსიკალური მონაცემები, რომ ისეთი ხარისხი დავდო, როგორიც სჭირდება მუსიკალურ კონკურსებს. ეს რადგან იყო ქართული, რადგან ნაცნობია, მშობლიურია, შედარებით უკეთ გამომდის. თუმცა, ესეც საკამათო და გემოვნების საკითხია. გადავწყვიტე საკუთარი თავი გამომეცადა, თორემ მუსიკასთან ისედაც ვმეგობრობ, ბენდიც მყავს, რომელთან ერთადაც საღამოებზე გამოვდივარ.

ნაკლებს ვინერვიულებ ალბათ უშუალოდ სცენაზე, მაგრამ ქასთინგის დროს მოვკვდი. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ ვინერვიულე ასე. ალბათ იმიტომ, რომ ჩემზე ბევრად ნიჭიერი ბავშვები დამხვდა იქ.  მე კიდე ჩემი გიტარით, ექვსი აკორდით ვიყავი მისული. საბოლოო ჯამში ისე წავიდა ტურები, რომ წინ და წინ წავედი", - განუცხადა "პრაიმტაიმს" ვარდოსანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×