რეზონანსი
11.11.2018

 (რეზონანსი) დესტაბილიზაცია რომ მდომოდა, ჩემი შვილის მკვლელებს ჩემი შვილის საფლავზე დავაკლავდი და ეს შს მინისტრმა კარგად უნდა გაითვალისწინოს, - ასე უპასუხა შს მინისტრის დღევანდელ განცხადებას ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ. მისი თქმით, დესტაბილიზაციის მოწყობა ხელისუფლებას თავად სურს.

მისივე თქმით, აქციები გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. „მომკლან და დამჩეხონ თუ უნდათ, მაინც არ წავალ! სანამ სამართლი არ აღდგება, აქ ვიქნები. მაქსიმალურად ვცდილობთ კანონის დაცვას, მაგრამ პოლიცია არ იცავს კანონს, მოდის და უკანონოდ ზეწოლას ახორციელებს ჩვენზე. რაც საქართველოს კონსტიტუციამ მოგვანიჭა უფლება, ამ უფლებას არღვევს პოლიცია", - აღნიშნა სარალიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×