რეზონანსი
11.11.2018

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდე ქანთარია აცხადებს, რომ ზაზა სარალიძის ტრაგედია წინასაარჩევნოდ არის გამოყენებული. „რეზონანსთან" საუბრისას მან შაბათს პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენები შეაფასა.

„რეზონანსი": როგორ შეაფასებდით გუშინდელ აქციას და როგორ ფიქრობთ, რატომ არ აძლევდნენ აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის უფლებას?

ნუკრი ქანთარია: ეს აჟიოტაჟი რატომაც ხდება საარჩევნოდ, გასაგებია და როგორ არის გამოყენებული ეს ტრაგედია, ესეც ნათელია. ბუნებრივია, ყველამ უნდა იმოქმოდეს კანონის ფარგლებში.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შს მინისტი ამბობს, რომ მათ ჰქონდათ არგუმენტი იმის, რომ აქ გარკვეული დესტაბილიზაცია იკვეთებოდა. მათ უნდა დაასაბუთონ და ახსნან ეს ფაქტი. კარვის დადგმას მემგონი არავითარი პრობლემა არ უნდა მოჰყვეს, მთავარია სამართალი დადგეს.

„რ": თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით?

ნ.ქ.: პირადად მე ვერ მექნებოდა ინფორმაცია დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით. სწორედ ძალოვანმა სტრუქტურებმა ეს მოიტანეს მიზეზად, ესე იგი მათ რაღაცა ჰქონდათ და თუ ჰქონდათ რაღაც, სჯობს ყოველგვარი ეჭვის გარეშე გამოაშკარავონ და აღკვეთონ კიდეც, ეს მათი მოვალეობაა.

„რ": თქვენი აზრით, უნდა დაიდგას თუ არა პარლამენტის შენობასთან საახალწლო საახალწლო ნაძვის ხე?

ნ.ქ.: შეილება მშვიდად ამაზე შეთანხმება, შესაძლებელია იყოს კარავიც ოღონდ სხვანაირი კარავი, რომელშიც ჩაჯდება ადამიანი და ნაძვისხეც იყოს იქ ისეთი, რომელიც საერთო ვითარებიდან არ იქნება ამოვარდნილი. თუ არა და ადამიანების ცუდად გახდომა არ ღირს არც ნაძვის ხედ და არც სხვა გასართოდ საშუალებად.

თუ ადმაიანები ამის გამო ცუდად უნდა გახდნენ, ერთამნეთს უნდა დაუპირისპირდნენ და დაიწყოს სიძულვილი, მაშინ ვის რათ უნდა ნაძვისხე, ნაძვისხე იმიტოა, რომ საახალწლოდ იყოს გარკვეული სიხარულის მომტანი ბავშვებისთვის, თუ ეს ნაწილისთვის გადაიქცევა დაძაბულობის კერად ამაზე არ ღირს ლაპრაკი, ვფიქრობ შეთანხმებით შესაძლებელია ყვლაფერი ძალიან ნორმლაურად მშვიდად მოგვარდეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×