რეზონანსი
11.11.2018

 (რეზონანსი) ზაზა სარალიძის დედა მარიამ ბეგაძე აცხადებს, რომ პარლამენტის შენობასთან გამართული აქციის მონაწილეების მხრიდან დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. მისი განცხადებით, თუკი დავით სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობებში დამნაშავეები დაისჯებიან, აქციებს შეწყვეტენ.

„იმ პოლიციელებს მე არ ვერჩი, ვინც აქ დგანან და ჩვენ გვიცავენ. არიან შემოსულები ზონდერ-ჯგუფები, ზოგი გადაცმულია, ზოგი ფორმით იყო. ისინი აწყობენ დესტაბილიზაციას," - განაცხადა ზაზა სარალიძის დედამ შინაგან საქმეთა მინისტრის საპასუხოდ.

„არასოდეს არ ყოფილა აქ დესტაბილიზაცია აქციის მონაწილეებისგან, დესტაბილიზაცია თუ ხდებოდა, ხდებოდა ისევ პოლიციელების,"- განაცხადა მარიამ ბეგაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×