ია აბულაშვილი
12.11.2018

 "კონსტიტუციის მოქმედი და ახალი რედაქციითაც შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა და მას არც პარლამენეტის და არც მთავრობის თანხმობა არ სჭირდება.

"მაგრამ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, აქ ერთი დიდი პრობლემაა - პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს მხოლოდ მსჯავრდებული პირი. მე რამდენადაც ვიცი, მიშას შემთხვევაში, მის წინააღმდეგ ორი საქმე არის აღძრული.

"სანამ ეს საქმეები სასამართლოში არ წავა და სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას, საქართველოს მომავალ პრეზიდენტს მისი შეწყალების უფლება არ აქვს.

"ამიტომ გაურკვეველია, რის საფუძველზე ამბობს გრიგოლ ვაშაძე, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში სულ ორი-სამი თვე დასჭირდება მიხეილ სააკაშვილი რომ შეიწყალოს. მითუმეტეს, თუ ეს პროცედურები არ დამთავრდება და თანაც არავინ იცის, როგორ დამთავრდება."

ასეთ განმარტებას აკეთებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" მხარდაჭერილი კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე, რომელიც მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს აუცილებდა შეიწყალებს, რისთვისაც ორი-სამი თვე დასჭირდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×