რეზონანსი
13.11.2018

 (რეზონანსი) საბაჟო გამშვები პუნქტი "სარფი" 13-15 ნოემბერს შეფერხებით იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საბაჟოზე, თურქეთის მხარეს მიმდინარე სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 13-15 ნოემბერს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე საბაჟო პროცედურები შეჩერებული იქნება. კერძოდ, საუბარია საქონლის შემოტანა/გატანასა და სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა კონტროლის პროცედურებზე.

"სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი "სარფი", ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მოხდება", - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×