ია აბულაშვილი
13.11.2018

 ლიეტუვას სეიმში დეტალური და დროში გაწერილი გეგმა მომზადდა, რომელიც 2027 წლამდე საქართველოსა და უკრაინის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ოფიციალური სტატუსის მიღებას ითვალისწინებს.

ამ ინიციატივის სახელწოდებაა „უკრაინა-2027" და მისი განხილვა ამჟამად ვილნიუსში მიმდინარე ლიეტუვას, პოლონეთისა და უკრაინის საპრალამენტო ასამბლეაზე მიმდინარეობს.

ვილნიუსში გამართულ საპარლამენტო სესიაზე, რომელშიც მონაწილოებას იღებს ლიტვის, უკრაინის და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდოიმარეები, განსახილველ საკიხთა შორის, არის ინიციატივა „უკრაინა-2027", რომლის თანახმადაც უკრიანა და საქართველოს შეიძლება 2027 წლისთვის ევროკავშირის წევრები გახდნენ.

„თუ ჩვენ დღეიდანვე დავიწყებთ მუშაობას, შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რომ 2027 წლისთვის ევროკავშირი მზად იყოს სტრატეგიული გადაწყვეტილებისთვის - რომ უკრაინა, საქართველო და შესაძლოა მოლდოვა ევროკავშირში გასაწევრიანებლად მიიწვიოს. 2027 წელს ლიეტუვა არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნა, მაგრამ შეიძლება ეს უფრო ადრეც მოხდეს - 2025 წელს, როცა პოოლონეთი იქნება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა", - განაცხადა ამ გეგმის ერთ-ერთმა ავტორმა, ლიეტუვას სეიმის ევროპულ საქმეთ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანდრიუს კუბილიუსმა.

2027 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებენ ქართველი ექსპერტები. პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის თქმით, ამ ეკონომიკური ზრდით საქართველო ევროკავშირის წევრი სულ მცირე 15 წელი ვერ გახდება.

„რაც არ უნდა გეგმა შეიმუშაონ ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა, ამ ეკონომიკური ზრდით, თანაც დემოკრატიაც მოიკოჭლებს, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება", - განაცხადა თორნიკე შარაშიძემ.

ნიკა ჩიტაძე: „ლიეტუვაც და პოლონეთიც ჩვენ მეგობარი ქვეყნები არიან, მათ თავის თავზე გამოსცადეს საბჭოთა რეჟიმი და ამიტომ ძალღონეს არ იშურებენ, რომ საქართველო და უკრაინა ევროკავშირის წევრები გახდნენ. მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიიღება ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე. ასევე დამოკიდებულია იმაზეც, რამდენად მოახეხებენ უკრაინა და საქართველო რეფორმების გატარებას როგორც დემოკრატიის, ასევე ეკონომიკის თვალსაზრისით, ასევე როგორ მოახერხებენ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×