რეზონანსი
14.11.2018

 საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 28 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანმა“ გაავრცელა. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხვალ 13:00 საათზე სხდომააა ჩანიშნული. ცესკო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ არის მითითებული სხდომის დღის წესრიგი, თუმცა სწორედ ხვალინდელ სხდომაზე შეაჯამებს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ხელს მოაწერს შემაჯამებელ ოქმს. მისი გამოქვეყნებიდან ორი კვირის შემდეგ კი არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. თუ ცესკო შემაჯამებელ ოქმს ხვალ გამოაქვეყნებს, შესაბამისად, მეორე ტურის თარიღად 28 ნოემბერი დასახელდება.

28 ნოემბერი ოთხშაბათია და არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, უქმე დღედ გამოცხადდება, თუმცა შუა კვირაში დანისნული არჩევნების გამო მეორე ტურში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ემიგრანტები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×