ნინო სტურუა სოციალური ქსელში შემდეგი სახის უცნაურ ინფორმაციას ავრცელებს:
"რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა სკოლის დირექტორს ისე უკბინა, რომ დირექტორს შრატი დაადეს და მშობელზე საქმეა აღძრული!
ამბავი კი ასე დაწყებულა: მეოთხე კლასის მოსწავლის, საკმაოდ რთულად აღსაზრდელი ბავშვის მშობელი სკოლაში დაიბარეს. მივიდა მამა და აგინა მასწავლებლებს. საქმე-გაშველებაში დირექტორიც ჩაერთო, რომელსაც კი აღარ აგინა, უკვე გალახა და მოგერიების პროცესში ისე უკბინა, რომ ექიმი და პოლიცია ერთად გახდა საჭირიო...
ჰო... ბავშვი მეოთხე კლასშია და რატომაა აგრესიულიო უკვირთ" - წერს ნინო სტურუა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე