რეზონანსი
14.11.2018

 (რეზონანსი) "წარმოუდგენლად მიმაჩნია დაბრუნდეს ის ხელისუფლება, რომელიც ადამიანებზე ძალადობდა და წამებით იყო დაკავებული", - ამის შესახებ ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ბართლომემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელმაც მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

არქიმანდრიტის თქმით, არჩევნების პირველი ტურის შემდეგი მისთვის გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო, რადგან მთავრობამ ხალხისადმი ყურადღება მიანელა, რაც ბუნებრივი პროცესია.

„გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობაში ვიღაცები შეიძლება არ ვარგოდნენ, წარმოუდგენლად მიმაჩნია დაბრუნდეს ის ხელისუფლება, რომელიც ადამიანებზე ძალადობდა და წამებით იყო დაკავშირებული. მე მღვდელი ვარ, დავდიოდი ციხეში, აღსარებებს ვიღებდი და ბოლოს აღარ გამიჩნდა სურვილი ციხეში მივსულიყავი. ისეთ რამეს ვისმენდი, რომ ვერავის ვეუბნებოდი და შინაგანად დიდი პრობლემა მქონდა. დატევა წარმოუდგენელი იყო. როცა ციხის პრობლემები, ასე რომ ვთქვათ „გასკდა", მაშინ მე გლდანის ციხესთან მივედი და ვთქვი, რომ სააკაშვილი არა მარტო საქართველოს, არამედ ამ პრობლემების გამო, სამყაროს წინაშე იყო დამნაშავე,"- განაცხადა მამა ბართლომემ.

 

პირველი რადიო

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×