ია აბულაშვილი
14.11.2018

 ექსპერტთა გარკვეული ნაწილი, ქვეყანაში ახალი პოლიტიკური გაერთიანების, მესამე პოლიტიკური ცენტრის გაჩენის აუცილებლობაზე მიანიშნებს.

მათი აზრით, დღეს არსებული პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია და პოლიტიკურ ბაზარზე ახალი პოლიტიკური ცენტრი უნდა გაჩნდეს.

ექსპერტთა გარკვეული ნაწილი კი მიიჩნევს, რომ იდეა კარგია და აუცილებელიც, თუმცა, ეჭვობენ, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში ამის რეალური რესურსი იყოს.

უნდა შეიქმნას თუ არა ქვეყანაში ახალ პოლიტიკური ცენტრი "რეზონანსი" ექსპერტსა და ანლიტიკოსს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

"ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის შესახებ განცხადებები კეთდება იმის გამო, რომ საზოგადოებაში შეინიშნება დღეს მოქმედი ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეების მიუღებლობა, ანუ "ნაცმოძრაობის" მიმართ მიუღებლობა და "ოცნების" მიმართ იმედგაცურება, რომელიც მიუღებლობის ზღვარს არის მიღწეული.

"როცა პოლიტიკური მოთამაშეები ვერ პასუხობენ საზოგადოების მოთხოვნებს, ჩნდება სივრცე ახალი ალტერანატიული ძალის გაჩენის, რომელიც გახდება მათი მისწრაფებების გამომხატველი. ამას ემსახურება ეს ინიციატივა.

"მესამე პოლიტიკურმა ძალამ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი იდეოლოგია, რა იდეოლოგიურ პლათფორმაზე დგას, ასევე ერთიან იდეოლოგიაზე, ღირებულებებსა და ფასუბლობებზე მდგარი ადამიანები. როცა ასეთი ძალის კონტურები გამოჩნდება, საზოგადოებას უნდა წარუდგინონ ეს ხედვა. წინააღმდეგ შემთხვევაში საუბრები საუბრებად დარჩება და საქმე წინ ვერ წავა" - განაცხადა "რეზონნსთან" ზაალ ანჯაფრიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×