თამარ შუკვანი
14.11.2018

 ისრაელში ჩასულ ადამიანებს საზღვრიდან უკან მასობრივად აბრუნებენ - აცხადებს საქართველოს მოქალაქე, რომელიც იქმკურნალობის მიზნით იყო ჩასული. მიზეზად ის საომარი მოქმედებები სახელდება, რაც დღესდღეობით ქვეყანაშიმიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „რეზონანსი" მის მეუღლეს გაესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ადამიანს, რომელიც საზღვარზე არ შეუშვეს, მხედველობის პრობლემა აქვს; ისრაელში მკურნალობისთვის კლინიკა იპოვეს, სადაც ექიმთან შეხვედრაც ჩანიშნული ჰქონდათ, თუმცა, გუშინ გვიან ღამით მასთან ერთად, ისრაელში საომარი მოქმედებების გამო, სხვა უამრავი ადამიანი საზღვარზე არ შეუშვეს.

„ჩემ მეუღლეს თვალებზე პრობლემა აქვს, - მხედველობა აქვს დაკარგული. მოვიძიეთ და გავიგეთ, რომ ისრაელში ყოფილა ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკა. ექიმთან შეხვედრა დაინიშნა და 15-ში უნდა შესულიყო.

„წუხელ ჩვეულებრივად გაფრინდა. იქ მეგობრები და ადგილობრივები ხვდებოდნენ მთელი ოჯახით, მაგრამ დაბომბვა როგორც კი დაიწყო, ყოველ შემთხვევაში მიზეზად ეს სახელდება, რადგან დაწერილი იყო თავდებობა და ყველაფერი შეთანხმებული გახლდათ, საქმის კურსში საერთოდ არ ჩააყენეს, მასპინძლები ისე გააბრუნეს უკან. ისრაელი მთელი ღამე სერიოზულად იბომბებოდა," - განაცხადა მან.

სამხედრო კონფლიქტის გამწვავება 11 ნოემბერს ისრაელის ძალების მიერ განხორციელებულ სპეცოპერაციას მოჰყვა, რომლის შედეგადაც „ჰამასის" 7 მებრძოლი დაიღუპა.

ისრაელის იერიშს პალესტინელების საპასუხო იერიში მოჰყვა, რომლის შედეგადაც ისრაელის ერთი სამხედრო დაიღუპა. მხარეებს შორის სარაკეტო დარტყმებიც განხორციელდა.

დღეს დილით, ისრაელის თავდაცვის ძალების (აიდიეფ) სარაკეტო თავდასხმების საპასუხოდ, ღაზა სექტორში 50-მდე სამხედრო ობიექტი დაბობმეს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები ტვიტერზე წერს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×