(რეზონანსი) ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე ექსპერტებს ელოდებიან, რომლებაც საცხოვრებელი კორპუსის უსაფრთხოება უნდა შეისწავლონ.
აფეთქება გუშინ 16 ნოემბერს ზემო ფონიჭალაში მოხდა. შემთხვევა სავარაუდოდ, გაზის გაჭონვამ გამოწვია, რის შედეგადაც დაშავდა 3 ადამიანი. 44 წლის ბაბუა, 24 წლის შვილი და 6 წლის შვილივილი, რომლებიც ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული და მათი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
საცხოვრებელ კორპუსში ნანგრევებში დედა და 9 თვის ჩვილი მოყვნენ და მათ სამძებრო სამუშაოებს რთული კონსტრუქციის ჩამონგრევა ართულებდა, რისთვისაც სამაშველო სამსახურის სპეციალური ტექნიკის გამოიყენება გახდა საჭირო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.