ია აბულაშვილი
16.11.2018

 "არსებულ "260 პოლიტიკურ პარტიას" შეიძლება კიდევ ერთი პარტია დაემატოს, მაგრამ ეს პარტია ვერ იქნება, რადგან საქართველოში პოლიტიკური პარტიების შექმნის პროცესიც კი არ დაწყებულა" - ასე ეხმაურება პეტრე მამრაძე მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივას.

"ახალი პოლიტიკური პარტია ვერ შეიქმნება, რადგან ამის რესურსი მოსახლეობაში არ არის. რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას არჩევნების შემდეგ, ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში; ვაშაძე ლიდერი ნამდვილად არ არის და მას მთლიანად მართავს სააკაშვილი, რომელიც ეცდება პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციას ლოზუნგით: "რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი მისთვის".

მაგრამ, რევოლუციური მუხტი მოსახლეობაში, თანაც ისეთი, სააკაშვილს რომ აირჩევს ლიდერად, არ არსებობს. ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, სააკაშვილი და მისი "ნაცისტები" მაინც ეცდებიან პროცესების გაგრძელებას ქუჩის პროტესტებით, მაგრამ აქ შანსი ბევრი არ ექნებათ, ვინაიდან "ოცნების" მთავრობა მათ დემონსტრაციებს არ დაარბევს, შესაბამისად ესკალაციაც ვერ მოხდება და ვითარება თანდათან ჩაცხრება, თუ "ოცნება" უხეშ შეცდომებს არ დაუშვებს," - ამბობს პეტრე მამარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×