
29 წლის ქართველი მსახიობი მარიამ ცქიფურიშვილი საკუთარი კარიერისა და პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს. მან თეატრალური უნივერსიტეტში გვიან ჩააბარა და 4 წლის წინ დაამთავრა სამსახიობო ფაკულტეტი. 2 წლის განმავლობაში რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, თუმცა ახლახან წამოვიდა თეატრიდან
"ამჟამად დამოუკიდებელი მსახიობი ვარ. გეგმაში მაქვს, რომ კარიერა ისევ გავარძელო რომელიმე თეატრში, რადგან ეს სფერო ჩემთვის ძალიან საყვარელი და მნიშვენლოვანია.
დაოჯახებული არ ვყოფილვარ, არც შვილიც მყავს და კიდევ დიდ ხანს არ ვაპირებ გათხოვებას, იქიდან გამომდინარე, რომ ამ საკითხისადმი ცოტა სხვა დამოკიდებულება მაქვს. მინდა, ისეთ დროს შევქმნა ოჯახი, როცა მობეზრებული მექნება თუნდაც გართობა და ამოწურული მექნება გარკვეული სურვილები. რადგან თუკი ოჯახს შევქმნი, არ მინდა ეს ნაჩქარევად გადადგმული ნაბიჯი იყოს, შესაბამისად ჯერჯერობით ამ ამბავს თავს ვარიდებ. ზოგადად კი, ფლირტის და სიყვარულის გარეშე მოსაწყენია ცხოვრება, ამიტომ ჩემს ცხოვრებაში რაღაცები სულ ხდება, თუმცა საქმრო არ მყავს და ოჯახის შექნას არ ვგეგმავ", - განუცხადა "მშობლები.ჯი"-ს მსახიობმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე