თამარ შუკვანი
17.11.2018

 „კონკრეტულად ვინ იყო წინააღმდეგი არ ვიცი. აზრთა სხვადასხვაობა გახლდათ, თუმცა კონკრეტულად, სახელებსა და გვარებს ვერ დავასახელებ და არც ვიცი. მთავარია, რომ მე არ ვყოფილვარ მათ რიცხვში, არ ვეწინააღმდეგებოდი," - საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი შოთა ხაბარელი „რეზონანსთან" საუბრისას.

მმართველ გუნდში საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებისას ერთიანობა არ ყოფილა. უმრაველოსობის წევრი რევაზ არველაძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი „ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო და მმართველ გუნდს საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი უნდა წარედგინა, - ამის შესახებ თავად რამდენიმე დღის წინ ინტერპრესუსს" განუცხადა.

ხაბარელის თქმით კი, გადაწყვეტილების მიღებამდე კატეგორიული წინააღმდეგობა არ ყოფილა, თუმცა გარკვეულწილად აზრთა სხვადასხვაობას პარტიაში ადგილი ჰქონდა.

„არ ვიცი კონკრეტულად ვინ იყო წინააღმდეგი. იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა კონკრეტულად სახელებსა და გვარებს ვერ დავასახელებ და არც ვიცი.

„წინააღმდეგობა არ იყო, მსჯელობის საგანი გახლდათ და გარკვეულწილად აზრთა სხვადასხვაობაც იყო. შეთანხმება მოხდა და ყველამ ცალსახად მიიღო ეს გადაწყვეტილება, კატეგორიული წინააღმდეგობა არ ყოფილა," - განაცხადა ხაბარელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×