რეზონანსი
18.11.2018

 ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში  სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში გა­ზის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად მომ­ხდა­რ ტრა­გე­დიას მაშველები იხსენებენ. ამბობენ, რომ უმძიმესი წუთები იყო, როცა დედა და მისი 8 თვის შვილი გარდაცვლილები ნახეს.

პა­ა­ტა ჩხი­ტუ­ნი­ძე, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის, მთაწ­მინ­და-კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის გათ­ვლის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი:

"და­ახ­ლო­ე­ბით 7 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სია… გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მის­ვლის­თა­ნა­ვე და­ვი­წყეთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცია. პირ­ველ რიგ­ში და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან, რომ­ლე­ბიც აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან ჩა­მო­ვარ­დნენ… და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­დათ, დამ­წვრო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ. იმავდრო­უ­ლად სა­დარ­ბა­ზო­ში მცხოვ­რებ­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რად­გან აფეთ­ქე­ბე­ბი საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი იყო, მთელ სა­დარ­ბა­ზო­ში თით­ქმის ყვე­ლა კარი გა­ი­ჭე­და და მათი გაჭ­რა მოგ­ვი­წია, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­მოგ­ვეყ­ვა­ნა…

მე-13 წე­ლია ამ სამ­სა­ხურ­ში ვარ, ძა­ლი­ან ბევრ სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი დღე, რად­გან ვი­ცო­დი, რომ უნდა გვე­პო­ვა დედა-შვი­ლი, პა­ტა­რა ბავ­შვი, რომ­ლე­ბიც უკვე ცო­ცხლე­ბი აღარ იქ­ნე­ბო­დნენ… ეს იყო და­ახ­ლო­ე­ბით 20-25 მეტ­რის კვ. ფარ­თო­ბის ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ,,სინ­კა­რე­ბის” ქვეშ მო­ყო­ლი­ლი იყო დედა-შვი­ლი…

ლე­ვან შარ­ვა­ძე, თბი­ლი­სის სა­მაშ­ვე­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ინ­სპექ­ტო­რი:

"ბავ­შვი და დედა ნე­ბის­მი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში პატ­რო­ნის­თვის უნდა ჩაგ­ვე­ბა­რე­ბი­ნა… არ ვიცი, მა­ინც უნდა ვთქვა… მა­ინც ვფიქ­რობ­დით, იქ­ნებ სას­წა­უ­ლი მოხ­დეს და ცო­ცხლე­ბი იყ­ვნე­ნო… შემ­დეგ, უკვე რო­დე­საც ბავ­შვის სხე­უ­ლი გა­მოჩ­ნდა, სინ­კა­რის ქვეშ იყო მო­ყო­ლი­ლი, პა­წა­წუ­ნა ხელი და ფეხი ჩან­და, წინ­დე­ბი ეცვა. ეს არის კად­რი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვე­ბა…

ჩვენ, ოჯა­ხი და შვი­ლე­ბი გვყავს და ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა. წლე­ბია ამ სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობ და ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ძი­მე­სი დღე, რომ­ლის მსგავ­სი არ მინ­და ოდეს­მე გან­მე­ორ­დეს…"

(ამბები.ჯი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×