ტატა შოშიაშვილი
18.11.2018

 საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე სულ რამდენიმე დღით ადრე საინტერესო ცვლილებები მოხდა დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის პიარკამპანიაში. 15 ნოემბერს ქუჩაში სარეკლამო ბანერებზე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ახალი ბანერები გამოჩნდა, რომლებზეც მხოლოდ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არიან გამოსახული.

„რეზონანსთან" საუბრისას მსახიობი გივი სიხარულიძე აცხადებს, რომ ის ხერხები, რომელსაც წინასაარჩევნოდ მიმართავს მმართველი გუნდი, უბრალოდ კომიკურია.

„ცოტა სასაცილო მდგომარეობაა. სალომეზე ზურაბიშვილზეა საუბარი, რომ ის უნდა აირჩიონ პრეზიდენტად და ამ დროს ივანიშვილი და კობახიძე ჩნდებიან მის ბანერებზე. რა თქმა უნდა, ეს არის სრულებით მიუღებელი, ჩემთვის ეს მისაღები არ არის", - განაცხადა მსახიობმა.

მისივე თქმით, ეს იყო ჩვეულებრივი პიარსვლა, რომელმაც ხალხის გული უნდა მოიგოს და განაპირობოს არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება:

„ჩემი აზრით, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაიმარჯვოს. აქაც ხომ ხედავთ როგორი სიტუაცია იქმნება სალომესთან დაკავშირებით და, შესაბამისად, ესენი წვალობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რამენაირად ეს ქალბატონი გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი", - აღნიშნა გივი სიხარულიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×