რეზონანსი
18.11.2018

 (რეზონანსი) ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. მინისტრის პირველ მოადგილეს 12 ნეკნი აქვს მოტეხილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა სტაბილურია.

გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ გიორგაძე მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში განაგრძობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. საქმეზე დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×