„ქართული ოცნების" ხულოს ორგანიზაციის თავჯდომარემ მმართველი პარტია დატოვა და ოპოზიციას შეუერთდა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში „ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატის ფაქტობრივი წაგების შემდეგ პოლიტოლოგები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ სულ მალე ვნახავდით რეგიონებში ხელისუფლების წარმომადგენელთა და პარლამენტში მაჟორიტართა პარტიულ ფერისცვალებას და მმართველი პარტიის დაშლა არც თუ ისე შორეული პერსპექტივა იყო.
ჯერჯერობით, პარტიული ფერიცვალების პირველი მერცხალი ხულოში გამოჩნდა. „ქართული ოცნების" ხულოს ორგანიზაციის თავჯდომარე ომარ მახარაძემ მმართველი პარტია დატოვა და ოპოზიციის რიგებს შეუერთდა.
მახარაძე ამბობს, რომ 2012 წელს ის „ქართული ოცნების" დამფუძნებლებს შორის იყო, თუმცა, მმართველმა გუნდმა ყველა იმ პრინციპის უღალატა, რა დაპირებითაც 6 წლის წინ ხელისუფლებაში მოვიდა და ახლა ის „გაერთიანებულ ოპოზიციას" უერთდება.
„ერთადერთი გამოსავალი ჩვენი რეგიონის და ქვეყნის მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით მიმაჩნია ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები," - განაცხადა მახარაძემ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ომარ მახარაძე თანამდებობიდან ფინანსური დარღვევების გამო თავად გაუშვეს. თუმცა ფინანსური დარღვევების გამო რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის გაშვება დამაჯერებლად მაიმცდამაინც არ ჟღერს, რადგან არჩევნებამდე სწორედ ფინანსებთან და კორფციასთან დაკავშირებით დიდი სკანდალი აგორდა ზუგდიდში, ქალაქის მერისა და ვიცე-მერის წინააღმდეგ, რის გამოც ამ ადამიანებს თანამდებობს დატოვება მოუწიათ, თუმცა პარტიამ ისინი გვერდიდან არ მოიშორა და უფრო მეტიც, ორივე მათგანს ქალაქის საარჩევნო შტაბიც ჩააბარა, მხოლოდ არჩევნების პირველ ტურში ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის წაგების შემდეგ გაახსენდა მათი კორუფციული საქმე პროკურატურას და ორივე მათგანს ბრალიც არჩევნებში მარცხის შემდეგ წაუყენა.
„ოცნებამ" თავად გაუშვა რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი, თუ ეს მმართველი პარტიიდან წამსვლელთა პირველი მერცხალია, ამის მტკიცება რთულია.
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძის თქმით, საპრეზიდენტო პოსტის დაკარგვის საფრთხემ „ქართული ოცნება" შეკრა ისე, როგორც არასდროს, თუმცა თვლის, რომ ამ მონოლითს შერყევა ემუქრება, რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს მეორე ტური.
მისი პროგნოზოთ, არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის წაგების შემთხვევაში ძალიან მალე დაიწყება „ოცნების" ჩამოშლის თუ დაშლის პროცესი როგორც რეგიონებში, ასევე პარლამენტში, ხოლო თუკი არჩევნებში ზურაბიშვილმა მოიგო, მმართველი პარტიიდან გაქცეული ადამიანების ხილვა მაინც მოგვიწევს, მაგრამ ეს უფრო ნელი პროცესი იქნება და დროში ცოტათი გადაიწევს.
„წაგების შემთხვევაში ძალიან მალე დაიწყება „ოცნების" დაშლის პროცესი, როგორც რეგიონებში, ასევე პარლამენტში. მოგეხსენებათ, მაჟორიტარების უმრავლესობა ტრადიციულად მსხვილი ბიზნესმენები არიან და მათ საოცრად აქვთ განვითარებული ყნოსვა და ინსტიქტი იმისა, ვისკენ იხრება ძალაუფლების სასწორი. აქედან გამომდინარე, პირველი გადახტომის პროცესი, თუ პარლამენტზე ვისაუბრებთ, მათგან დაიწყება. ისევე, როგორც „ნაციონალებიდან" „ოცნებაში" გადასულების ნაწილიც ელოდება შესაბამის მომენტს, რომ ისევ უკან დაბრუნდეს, ისინი, ვინც მედროვეობის გამო გადავიდა „ოცნებაში".
„ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ამ პროცესს შეუქცევადი ხასიათი ექნება. რაც შეეხება ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევას, დაშლის პროცესი ამ დროსაც დაიწყება, იმიტომ, რომ, გაგახსენებთ, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაიწყო სხვადასხვა ფრაქციებს გამოყოფაზე საუბარი და როდესაც ივანიშვილი პარტიაში დაბრუნდა, დაბრუნების მიზეზად სწორედ პარტიაში არსებული პრობლემები დაასახელა.
„ის, რაც ახლა მოხდა და „ქართული ოცნების" რეიტინგის მინიმუმზე დასვლა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს აფიქრებინებს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური კარიერა დაიწყონ