რეზონანსი
19.11.2018

 თბილისის ქუჩებში გამოჩენილი ბანერები - „არა ნაცებს! არა ბოროტებას!“ - საბოლოოდ წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელის ალექსანდრე მეგუთნიშვილის დაკვეთით გაკეთებული აღმოჩნდა. მან ამ ბანერებისთვის 50 ათასზე მეტი დახარჯა.

"რუსთავი2”-თან სატელეფონო საუბრის დროს მეგუთნიშვილი ამბობს, რომ ის წინა ხელისუფლების დროს სრულიად უკანონოდ იყო დაკავებული და ამ ფორმით მან საკუთარი პოზიციის გამოხატვა სცადა, თუმცა ბიზნესმენი იმასაც ამბობს, რომ პირები ვინც მაშინ მას თანხა გამოსძალეს ამ დრომდე ხელისუფლებაში რჩებიან.

ალექსანდრე მეგუთნიშვილის ინფორმაციით, "ქართულ ოცნებასთან" ბანერებთან დაკავშირებულ ყველა ტექნიკურ დეტალს მისგან დამოუკიდებლად "ობიექტივის" დამფუძნებელი, მირიან ყარაულაშვილი აგვარებდა.

„ის ვისთანაც ფული მივიტანე, დღეს ამ ხელისუფლებას კი უზის ბუნების დაცვაში და მეორე დღესაც სუს-ში მუშაობს. ეს ვერ ვაპატიე ამათ. მე მოვითხოვე, რომ ბანერზე ეგენიც ყოფილიყვნენ გამოკრულები, მაგრამ მსხვილები დაბეჭდეს, ეგეც სასაყვედურო მაქვს. დიზაინი ჩემთან ერთად შეარჩიეს, მომეხმარნენ. ვინ დამეხმარა და ჩემი მეგობარია ერთ-ერთ პიროვნება, რომელიც მუშაობს „ქართულ ოცნებაში“, მირიან ყარაულაშვილი. მირიანი აგვარებდა ყველაფერს. სალომე ზურაბიშვილის კამპანია მე დავაფინანსე ბანერებით“, - განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×